თურქეთმა საგანგებო გამოყენებისთვის რუსული წარმოების ვაქცინა „Sputnik V“ დაამტკიცა

თურქეთმა რუსული წარმოების ვაქცინა „Sputnik V“ საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინით სარგებლობა თურქეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს მხრიდან დადებითი შეფასების შედეგად გადაწყდა.

ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამჟამად თურქეთს საკმარისი ვაქცინა აქვს და ვაქცინებით მომარაგებაში სირთულეები მოსალოდნელი არ არის.

მისივე თქმით, რუსეთთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობა.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ვაქცინას მიიღებს. „Sputnik V“ თურქეთში ავტორიზებული მესამე ვაქცინაა ჩინური „სინოვაკისა“ და „ფაზიერ/ბიონტექის“ შემდეგ.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან 50 მილიონი დოზის მიღებაზე აქვთ გაფორმებული კონტრაქტი, რომლის თანახმადაც მაისიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ ვაქცინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა