ევროკავშირი - უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ

ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში რუსეთის მიერ 8 პირისთვის დაწესებული სანქციების შესახებ.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ევროკავშირის 8 მოქალაქეს. ეს ქმედება მიუღებელია და მოკლებულია რაიმე იურიდიულ საფუძველს. ის მიმართულია მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგ და არ ეხება მხოლოდ ცალკეულ პირებს. ეს გადაწყვეტილება ბოლო, ცხადი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ აირჩია რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირთან დაპირისპირება იმის ნაცვლად, რომ შეთანხმდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უარყოფითი ტრაექტორიის გამოსწორებაზე. ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ“, -აცხადებენ ევროპელი მაღალჩინოსნები.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვის ფარგლებში რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქეს. მათ შორის არიან: ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირი - ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა