ენტონი ბლინკენი - ვუერთდებით ევროკავშირის ლიდერებს და ვგმობთ კრემლის მიერ გამოცემულ სანქციებს

აშშ უერთდება ევროკავშირის ლიდერების განცხადებას და გმობს კრემლის მიერ ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს, - შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

„ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის ლიდერებს და ვგმობთ კრემლის მიერ გამოცემულ აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის 8 მოქალაქისთვის შესვლის თაობაზე. ეს მოსკოვის მხრიდან კრიტიკოსების კიდევ ერთი დაშინების მცდელობაა. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურს, მაგრამ მან პატივი უნდა სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვის ფარგლებში რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქეს. მათ შორის არიან: ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა, საფრანგეთის დელექაციის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა და განმარტეს, რომ ის ცხადი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ აირჩია რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირთან დაპირისპირება იმის ნაცვლად, რომ შეთანხმდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უარყოფითი ტრაექტორიის გამოსწორებაზე. ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ.

იხილეთ ვიდეო:ენტონი ბლინკენი - ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის ლიდერებს და ვგმობთ კრემლის მიერ გამოცემულ სანქციებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა