წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრებიან

მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინშია. იერუსალიმში მოვლენისთვის სამზადისი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ფონზე მიმდინარეობს.

როგორც იერუსალიმის საპატრიარქოში განმარტეს, დიდ შაბათს სასულიერო პირები, მორწმუნეები თუ წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალზე დასწრების სხვა მსურველები, ახალ კარიბჭესთან ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან 10 საათამდე უნდა მისულიყვნენ.

„ადგილზე ისინი მიიღებენ პოლიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ტაძარში შესვლაზე დასტურს. კონკრეტულად კი ისინი, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარეს, დაიშვებიან აღდგომის ტაძარში, ხოლო ვისაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებია დარჩებიან წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ წელს პანდემიის გამო, იერულსალიმში, წმინდა ცეცხლის გადმოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრნენ. ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების 15 წარმომადგენელი იმყოფებოდა

მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

იხილეთ ვიდეო:წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრებიან

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა