ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია, ყირგიზეთში გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია, ყირგიზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. როგორც მედიას ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ყირგიზეთის კიდევ ორი მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ამ დროისთვის დაშავებულთა რიცხვი 160-ს აჭარბებს. რაც შეეხება ტაჯიკეთს, ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაიჭრა 90-მდე ადამიანი.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტაჯიკეთის მხარემ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნა. ქვეყანაში ასევე აცხადებენ, რომ საზღვარზე სროლები პერიოდულად ხდება, ხოლო ბათქენის ოლქის ლეილექის რაიონი იზოლაციაში აღმოჩნდა, რადგან რაიონისკენ ერთი გზა მიდის, რომელიც დაბლოკილია და იქ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, წყალგამანაწილებელ პუნქტ "გოლოვნოისთან" სიტუაცია 28 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. 29 აპრილს კი ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის უსაფრთხოების ძალებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

იხილეთ ვიდეო:ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია, ყირგიზეთში გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა