ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო რეკომენდაციებს აქვეყნებენ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პირველი ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმდჯომარისა და კომისიის წევრების არჩევის საკითხს ეხება.

„ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსის ცვლილებების დამატებით გაუმჯობესებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

„ა. კვალიფიციური უმრავლესობის (მაგ. ორი მესამედი) შემოღების განხილვა ან ორმაგი უმრავლესობის პირობა (რაც საჭიროებს უმრავლესობას როგორც მმართველი პარტიის დეპუტატებში, ასევე ოპოზიურ პარტიებში) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევისთვის, საბოლოო ანტი-ჩამკეტი მექანიზმით. აგრეთვე, საარჩევნო კომისიის არაპარტიული წევრებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მოთხოვნის დაწესება და შერჩევის კომისიის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, რომელიც ტრანსპარენტულად და დამსახურების მიხედვით წარმართავს ნომინაციის პროცესს.

ბ. ცალკეული უფლებრივი შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მეცამეტე (1) მუხლის ბ და გ პროექტის მიხედვით პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნას შეეხება - აღნიშნული ეხება პირობებს პარტიის სახელმწიფო დაფინანსებაზე წვდომასა და მისი როგორც მინიმუმ ერთი წევრის საპარლამენტო აქტივობაში ჩართულობას, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს გამორიცხავს.

გ. საუბნო და საოლქო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის პროცედურები დამატებით უნდა შეიცვლოს, რათა კომისიებში არაპარტიული წევრების დანიშვნისას აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნას გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებულობის პრინციპი. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს პარტიის უფლება დანიშნოს საარჩევნო კომისიებში წევრი იმ პირობის დაკმაყოფილების გარეშე, რომლის თანახმადაც პარტია უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან და მისი სულ მცირე ერთი წევრი უნდა ეწეოდეს დეპუტატის საქმიანობას.

დ. კანონის ნათლად განსაზღვრა იმის შესახებ თუ რა მიზეზით შეიძლება მოხსნან პარტიის მიერ ნომინირებული საარჩევნო კომისიის წევრები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

იხილეთ ვიდეო: ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა