ლევან წულაძე - კახი კავსაძის ადგილი იყო განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის, ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი

კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის, - ამის შესახებ რეჟისორმა და კინომსახიობმა ლევან (ჭოლა) წულაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის ეროვნულ თეატრთან განაცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის პანაშვიდი მიმდინარეობს.

ლევან წულაძემ მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ის თავისი საქმის ფანატიკოსი იყო.

"კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის. ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი. ამის უნარი ჰქონდა მის სიმართლეს და დამაჯერებლობას სცენიდან თუ კინოდან",-აცხადებს წულაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობს ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა