ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გუშინ მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებზე ზეგავლენა არ მოუხდენია

დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გუშინ დედაქალაქში მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

როგორც ბენდელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხოა.

„იმ ტერიტორიებზე, სადაც გუშინ უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა, იყო მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის მეწყრულ ზონაზე მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ. დღეს დილით გეოდეზისტებმა დამატებით აიღეს კონკრეტული ნიმუშები, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რაიმე სახის გადაადგილება შეინიშნებოდა თუ არა მეწყერის მასასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ზეგავლენა გუშინდელ უხვ ნალექს არ მოუხდენია და გვაქვს იგივენაირი მდგომარეობა, რაც აქამდე გვქონდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი, დღეის მდგომარეობით, სრულიად უსაფრთხოა. როგორც იცით, ჩატარდა პირველი რიგის სამუშაოები. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური დაექსპერტებული პროექტი, რის მიხედვითაც დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს უშუალოდ მეწყერული ზონის გამაგრებას. შესაბამისად, მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ მეწყერის საფრთხე არ არსებობს“,- განაცხადა ბენდელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა