Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეში დაახლოებით 20 მილიონ ადამიანს უტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 174 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.13 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 7.4%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 20 მილიონ ადამიანს უტარდება. ვაქცინების განაწილების ტემპით ახლა უკვე ჩინეთი ლიდერობს, სადაც 253 მილიონი დოზა გაიცა. აშშ-ში ვაქცინის 240 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში -154 მილიონი, ევროკავშირში კი 145 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 56.3% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა