ყირგიზეთი და ტაჯიკეთი საზღვარზე ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები ყირგიზეთის ბათქენის ოლქში შეხვედრის შედეგად საზღვარზე ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება შესრულდება.

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ვითარების მოსაგვარებლად დელეგაციების მოლაპარაკებები გრძელდება. ამასთან, ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროები სასაზღვრო სოფლებში ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ.

მხარეებს ვითარების მოგვარებაში დახმარება შესთავაზა ეუთოს ხელმძღვანელობამ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოითქვა მზადყოფნა სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყონ.

ყირგიზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 160-ს აჭარბებს. რაც შეეხება ტაჯიკეთს, ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაიჭრა 90-მდე ადამიანი.

შეგახსენებთ, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა.

იხილეთ ვიდეო:ყირგიზეთი და ტაჯიკეთი საზღვარზე ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა