რელიგიის საკითხთა სააგენტო მოლოკანთა თემს და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოლოკანთა თემს და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

„სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი დღეს ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების დღეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ქრისტე აღდგა!- ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს. „აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია, რომელმაც ცოდვაზე გამარჯვება აუწყა სამყაროს. ქრისტე აღდგა!“ - ნათქვამია მილოცვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა