ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის პარტია დამარცხდა

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში გამართულ არჩევნებში მოქმედმა მთავარმა მინისტრის პარტიამ პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის პარტია დაამარცხა.

მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მამათა ბანერჯის „ტრინამოლის კონგრესის პარტიამ“ კორონავირუსის პანდემიის კრიზისის ფონზე ჩატარებულ არჩევნებში მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია (BJP)“ დიდი უპირატესობით დაამარცხა და შტატის საკრებულოს 294 ადგილიდან 200-ზე მეტი მოიპოვა.

შედეგების თანახმად, მამათა ბანერჯი, რომელიც ნარენდრა მოდის მწვავე კრიტიკოსია, მესამედ გახდება ინდოეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატის, დასავლეთ ბენგალის ლიდერი, სადაც 90 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ის ინდოეთის ერთადერთი ქალი მთავარი მინისტრია.

ნარენდრა მოდის კორონავირუსის პანდემიასთან არასათანადოდ გამკლავებაში ადანაშაულებენ და ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებენ. ინდოეთში ზედიზედ მე-12 დღეა ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 300 000-ს აჭარბებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 368 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 19.93 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 417 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 218 959-ს მიაღწია. ქვეყანაში კვლავ ჟანგბადის დეფიციტია. BBC-ის ცნობით, დედაქალაქ ნიუ-დელის ერთ-ერთ ცნობილ საავადმყოფოში ჟანგბადის მარაგის ამოწურვის გამო შაბათს 12 პაციენტი გარდაიცვალა. იმ ინფიცირებულების ოჯახის წევრები, რომლებიც საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო ვერ მოხვდნენ, ჟანგბადის რიგებში საათობით დგანან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს