„დიდი შვიდეულის“ წევრები რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო მექანიზმებზე დღეს იმსჯელებენ

ლონდონში „დიდი შვიდეულის“ წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნაზე ისაუბრებენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა.

”როდესაც ვხედავთ ამ სიცრუეს, პროპაგანდის ან ყალბ ამბებს, ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ინდივიდუალურად დავუპირისპირდეთ, არამედ გავერთიანდეთ, რომ სიმართლე ვუთხრათ მსოფლიოს ხალხებს, მათ შორის თავად ჩინეთსა და რუსეთში მცხოვრებლებს,“- აღნიშნა რააბმა.

ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არჩევნების შესახებ დეზინფორმაციის, ან კოვიდ 19-ის ვაქცინების შესახებ სიცრუის გავრცელებით რუსეთი და ჩინეთი დასავლეთში უნდობლობის დათესვას ცდილობენ.

რუსეთი მის საზღვრებს მიღმა რაიმე სახის ჩარევას უარყოფს და აცხადებს, რომ დასავლეთი ანტირუსულმა ისტერიკამ მოიცვა.

”დროა ვიფიქროთ, რატომ ადანაშაულებენ ის ქვეყნები, რომლებიც პროპაგანდით არიან დაავადებული და რომელთაც არაერთხელ გამოიყენეს ეს შეიარაღებული ინტერვენციისა და მთავრობების დამხობის გასამართლებლად, ჩვენს ქვეყანას საკუთარ ცოდვებში”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რააბის განცხადებაზე კომენტირებისას.

„დიდი შვიდეულის“ წევრები არიან გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 40 ტრილიონი დოლარია, რაც გლობალური ეკონომიკის ნახევარზე ცოტათი ნაკლებია.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?