ანა კობახიძის შეფასებით, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნაში მითითებული პუნქტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, საარჩევნო და სამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელის, ანა კობახიძის შეფასებით, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნაში მითითებული პუნქტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

“ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის, მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან 10 ძირითად პუნქტს. დასკვნის გამოქვეყნებამდე ჩვენ გქონდა აქტიური კომუნიკაცია აღნიშნულ კომისიებთან, გავაცანით და გავუგზავნეთ მათ ჩვენი მოსაზრებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია გამოქვეყნებულ დასკვნაში: საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საჭირო უნდა იყოს არა მხოლოდ 2/3 ის მხარდაჭერა, არამედ ორმაგი უმრავლესობა, რაც გულისხმობს კონსესუსით შერჩეულ უფრო მაღალი ნდობის მქონე ადმინისტრაციას; ასევე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც ეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების დასჯას, რაც ინიცირებულ კანონპროექტშია და პარტიას უზღუდავს ჰყავდეს წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში; წლების განმავლობაში პრობლემად რჩება საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული წევრების არჩევის წესი და დღემდე ამას მმართველი პარტია იყენებს თავის სასარგებლოდ, რაც ასევე მოხვდა ამ დასკვნაში; პირდაპირ წერია, რომ არჩევნების დღეს აიკრძალოს პარტიული წარმომადგენლების ყოფნა და საარჩევნო კამპანიის წარმართვა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე; საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტში ბუნდოვანია ჩანაწერი, თუ როდის ხდება შედეგების ხელახალი გადათვლა ან გაბათილება. ვენეციის კომისიის დასკვნაში მოთხოვნილია ასეთი წესის მკაფიოდ განსაზღვრა; დასკვნაში ნათქვამია – ,,ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას”, რისი ცუდი პრაქტიკაც წლებია გვაქვს; მოახლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იცვლება საკრებულოს წევრთა რაოდენობა და ამ ნაწილში დასკვნაში საუბარია, რომ ყველა ერთმანდატიანი სამოჟორიტარო ოლქი უნდა იყოს თანაბარი, რასაც ვერ პასუხობს მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებული ცვლილებების პაკეტი. და ბოლოს, ყველაზე მთავარი: უნდა დაიწყოს ელექტრონული საპილოტე პროგრამები, რომელიც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და საბოლოოდ გადაგვიყვანს თანამედროვე მეთოდებით ამომრჩევლის იდენტიფიცირების, ხმის მიცემის და ხმის დათვლის უფრო მეტად გამჭირვალე სისტემებზე“, – აღნიშნავს ანა კობახიძე. ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!