სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 10 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 217 008 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 149 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 200 472-ია.