არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

არგენტინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ვირუსს კიდევ 156 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 64 252-მდე გაიზარდა.

მედიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყნის საავადმყოფოები სრული დატვირთვით მუშაობენ, რეანიმაციებში კი ადგილების 68 %-ზე მეტი შევსებულია.

პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდეზის მთავრობამ პანდემიის მეორე ტალღის შესაჩერებლად მიმდინარე კვირიდან შეზღუდვები გაამკაცრა, თუმცა სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვები ინფიცირების მაჩენებლის შესამცირებლად საკმარისი არ იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა