ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაცია გაიკეთა ფაშინიანის მეუღლემაც.

მათ არ განუცხადებიათ თუ კონკრეტულად რომელი ვაქიცნით აიცრნენ.

ცნობისთვის, ამჟამად სომხეთში ვაქცინაცია „სპუტნიკ V“-ისა და „AstraZeneca“-ს ვაქცინებით მიმდინარეობს.

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში საერთო ჯამში, კორონავირუსის 217 008 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 149 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 200 472-ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა