მედია - რუსეთმა პასპორტები ოკუპირებულ დონბასში მცხოვრები 530 000-მდე მოქალაქისთვის გასცა

რუსეთის ფედერაციამ რუსული პასპორტები დონბასის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები 530 000-მდე მოქალაქისთვის გასცა, - შესაბამის ინფორმაციას სააგენტო TASS-ი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის განკარგულების ამოქმედების შემდეგ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ადგილებში მცხოვრებმა 527 000-ზე მეტმა ადამიანმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო“, - განაცხადეს რუსეთის შსს სამინისტროს პრესცენტრში.

მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი, სხვადასხვა მიზეზით, 2 000-მდე ადამიანს ეთქვა.

შეგახსენებთ, 2019 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა განკარგულება ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემის პროცედურის დაჩქარების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა