ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააუქმონ

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, ვაქცინირებული პირებისთვის არააუცილებელ მოგზაურობაზე შეზღუდვები მოხსნან.

„დღეს, ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არააუცილებელ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქონ, რათა მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის პროგრესი და ეპიდემიოლოგიური ვითარება გაითვალისწინონ. ევროკომისია წინადადებით გამოდის, ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებს, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირსაც, ვისაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინის ბოლო დოზა აქვს მიღებული“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ამასთან, ეს წესი ასევე შეიძლება გავრცელდეს იმ ვაქცინებზე, რომლებმაც გადაუდებელი გამოყენების უფლების მინიჭებაზე ჯანმო-ში საჭირო პროცედურა გაიარეს.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ „ციფრული მწვანე სერთიფიკატის“ ამოქმედებამდე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ეროვნულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ვაქცინაციის სერთიფიკატების მიღება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სერთიფიკატის ნამდვილობა, მოქმედება და სამართლიანობა გადამოწმდეს.

ბავშვებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ ეხებათ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად იმგზავრონ, თუ მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათი ადრე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითია. ამ შემთხვევაში, წევრმა ქვეყნებმა შეიძლება დამატებითი ტესტირება ჩატარება მოითხოვონ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!