Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 174 ქვეყანაში მიმდინარეობს, დღეში საშუალოდ ვაქცინების 21 მილიონ დოზას იყენებენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 174 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.16 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 7.6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 21 მილიონ ადამიანს უტარდება.

ვაქცინაციის რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 270 მილიონი დოზა გაიცა. აშშ-ში ვაქცინის 245 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში -156 მილიონი, ევროკავშირში კი 149 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაქცინაციის სრული კურსი ისრაელში მოსახლეობის 56.3%-მა ჩაიტარა. მას ჩილე, აშშ და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო