Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწვდის

Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს Covid-19 ვაქცინის ნახევარ მილიარდ დოზას მიაწოდებს. კომპანიამ ვაქცინების ალიანსთან შეთანხმება გააფორმა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინის 500 მილიონამდე დოზის მიწოდებასთან დააკვშირებით.

შეთანხმების თანახმად, მოდერნა ვაქცინების დოზებს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. საწყისი 34 მილიონი დოზა 2021 წლის მეორე კვარტალში უნდა გაიცეს, ხოლო 466 მილიონი დოზა კი 2022 წელს.

შეთანხმება მოიცავს 92 ქვეყანას, COVAX– ის პარტნიორობით.

”მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორებისა, COVAX– ის დაუღალავი მუშაობისთვის და Moderna– ს მთელი გუნდის. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ COVID-19 ვაქცინაზე ”, - განაცხადა "მოდერნა"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა პრესრელიზში.

მისივე თქმით, მხარს უჭერენ COVAX- ის მისიას, უზრუნველყოს ფართო და სამართლიანი წვდომა COVID-19 ვაქცინებზე.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა