ჯო ბაიდენი აშშ-ში მისაღები ლტოლვილების ზღვარს 62 500-მდე ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მისაღები ლტოლვილების ზღვარს 62 500-მდე გაზრდის.

ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის აუქმებს წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმანდე, 15 000-მდე შეამცირა, „რაც არ ასახავდა ამერიკის, როგორც ერის ღირებულებებს, რომელიც მიესალმება და მხარს უჭერს ლტოლვილებს".

ამასთან, ბაიდენის განმარტებით, საეჭვოა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე, 30 სექტემბრამდე, 62 500 ლტოლვილის მიღება შეძლოს.

"სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ წელს 62 500 ლტოლვილის მიღებას ვერ მოვახერხებთ. სწრაფად ვმუშაობთ იმ ზიანის გამოსასწორებლად, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოგვადგა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მუშაობა უკვე მიმდინარეობს", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკეს, მათ შორის „დემოკრატმა“ კანონმდებლებმა და უფლებადამცველებმა, როდესაც 2 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 2021 ფისკალური წლის განმავლობაში მისაღები ლტოლვილების ლიმიტი15 000 უნდა ყოფილიყო, მაშინ, როცა მიმდინარე წლის თებერვალში ბაიდენმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა, შეცვლიდა და ზღვარს 62 500-მდე გაზრდიდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ