BBC - „კოვაქსის“ გეგმის განხორციელებისთვის მომავალ წელს დამატებით 35-45 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო

„კოვაქსის“ სქემის საშუალებით ამ დროისთვის ქვეყნებს ვაქცინების 49 მილიონზე მეტი დოზა აქვთ მიწოდებული, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ზრდასრული მოქალაქეების უმეტესობის ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად მომავალი წლის განმავლობაში დამატებით 35–45 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ხუთ ვაქცინაზე აქვს გაცემული, რაც ვაქცინის „კოვაქსის“ სქემაში გამოყენების აუცილებელი პირობაა. ბოლო ვაქცინა, რომლის გამოყენებაზეც ჯანმო-მ ნებართვა გასცა, ამერიკული წამლის მწარმოებელი კომპანია „მოდერნას“ ვაქცინაა, რომელიც 500 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებაზე „კოვაქსთან“ შეთანხმების გაფორმებას დასთანხმდა, თუმცა ამ დოზების ძირითადი ნაწილის მიწოდება 2022 წლამდე ვერ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ „კოვაქსის“ პროგრამის ფარგლებში ჯერჯერობით მხოლოდ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების მიწოდება ხდება.

„კოვაქსის“ სქემა გასულ წელს შეიქმნა და მისი მიზანი მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინების სამართლიანად განაწილების უზრუნველყოფაა. პლატფორმას ხელმძღვანელობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ვაქცინების გლობალური ალიანსი (Gavi), კოალიცია ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციებისათვის (CEPI), რომლებიც თანამშრომლობენ გაეროს ბავშვთა ფონდთან (Unicef), როგორც ძირითად პარტნიორთან.

იხილეთ ვიდეო:BBC - "კოვაქსის" გეგმის განხორციელებისთვის მომავალ წელს დამატებით 35-45 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს