იტალიელმა სამართალდამცავებმა ორი ანტივაქსერი დააკავეს, რომელმაც ვაქცინაციის ცენტრში „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლა

იტალიელმა სამართალდამცავებმა ორი ანტივაქსერი დააკავეს, რომელმაც ლომბარდიის რეგიონის ქალაქ ბრეშაში მდებარე ვაქცინაციის ცენტრში „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას “ევრონიუსი“ ადგილობრივ სამხედრო პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 51 და 52 წლის ეჭვმიტანილები ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. კერძოდ, დაკავებულები ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და "ომის იარაღის" შენახვა-გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილები.

შემთხვევის შედეგად ცენტრში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა მალე მოხერხდა და არავინ დაშავებულა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულები ანტივაქსერული მოძრაობა No Vax-ის წევრები არიან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს