ამირან გამყრელიძე - სიმბოლურია, რომ დღეს „სინოფარმით“ პირველად მე ავიცერი - ეს არის 45 ქვეყანაში აპრობირებული ვაქცინა

სიმბოლურია, რომ დღეს ახალი ვაქცინით, „სინოფარმით“ პირველად მე ავიცერი, ეს არის 45 ქვეყანაში აპრობირებული ვაქცინა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინით, „სინოფარმით“ აცრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „სინოფარმი“ არის მესამე ვაქცინა, რომლით ვაქცინაციაც ქვეყანაში ინერგება.

„დღეიდან დაიწყო ჩინური წარმოების ვაქცინით „სინოფარმით“ აცრა, რომელიც აპრობირებული ვაქცინაა, 45 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ვაქცინით აცრები. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით. ბევრს ბავშვობის დროს ამ ტექნოლოგიით გაკეთებული გაქვთ აცრები, ეს არის ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200-ზე მეტი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში. აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან დაიწყება აცრები. სიმბოლურია, რომ მე აცრა ჩავიტარე ჩემს ალმა-მატერში, ჩემს საავადმყოფოში. მადლობა თითოეულ ექიმს. მათთან ერთად მე გავიზარადე და აქ გავატარე 25 წელი ჩემი ექიმობის. მიხარია, რომ პირველი აცრა აქ გავიკეთე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ამირან გამყრელიძემ ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს "სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა