ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 357 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 449 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 222 408-ს მიაღწია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს და ოფიციალური სტატისტიკა რეალურ მდგომარეობას არ ასახავდეს ჩატარებული ტესტირების დაბალი მაჩვენებლის და იმის გამო, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებლები, თავიანთ სახლებში იღუპებიან.

ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტის კუთხით მდგომაროება გაუარესდა. მედიის ინფორმაციით, კარნატაკასა და მაჰია-პრადეშის შტატების საავადმყოფოებში უჟანგბადობის გამო გუშინ 40-მდე ადამიანი დაიღუპა.

ინდოეთში კოვიდ -19-ის ინფიცირების შემთხვევების ფონზე ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მიწოდებასა და მომარაგებაში შექმნილი პრობლემებითაა გამოწვეული. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთს, რომელიც ვაქცინების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საკმარისი რაოდენობა არ აქვს.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში, სადაც 1.35 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის დაახლოებით 9.5%-ს აქვს გაკეთებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა