მედია - აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების დამტკიცებას გეგმავენ

აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გასცემენ. ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად აშშ-ის „საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ“ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ფედერალური ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება იმის განსახილველად, რეკომენდებულია თუ არა აცრის გაკეთება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირებისთვის.

ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ კომიტეტის რეკომენდაციას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ი „ფაიზერის“ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის უკვე გაცემულია.

იხილეთ ვიდეო:მედია - აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოები "ფაიზერის" ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების დამტკიცებას გეგმავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა