დანია დაწყებით სკოლებსა და დახურული ტიპის ობიექტებს ხსნის

დანიაში, მიმდინარე კვირაში, დაწყებითი სკოლები სრულად გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, დახურულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ კინოთეატრებს, თეატრებს, საკონცერტო და სპორტ დარბაზებს და სხვა ობიექტებს.

გახსნილ ობიექტებში შესვლა დამოკიდებული იქნება ე.წ. „კორონა პასპორტებზე“, სადაც აღნიშნულია, არიან თუ არა მფლობელები ვაქცინირებულები, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები, ან არის თუ არა მათ მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული კოვიდტესტის პასუხი უარყოფითი.

ცვლილებები ძალაში 6 მაისიდან შევა.

იხილეთ ვიდეო:დანია დაწყებით სკოლებსა და დახურული ტიპის ობიექტებს ხსნის

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს