გურამ მაჭარაშვილი - "ლელოს" მინუსია რეგლამენტი რომ არ იციან, საგამოძიებო კომისიის შექმნას დაანონსება კი არა, პარლამენტში განცხადების ოფიციალურად შეტანა სჭირდება

"ლელოს" მინუსია რეგლამენტი რომ არ იციან - საგამოძიებო კომისიის შექმნას დაანონსება კი არა, პარლამენტში განცხადების ოფიციალურად შეტანა სჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე "ლელოს" ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზოგადად "ლელოს" ბოლოდროინდელი ნაბიჯები აცდენილია იმ რეალობას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში დევს.

"ის, რომ დოკუმენტს ხელს აწერ და არ კითხულობ იქ რა პრინციპებია ჩადებული, ეს მათი მინუსია, ასევე მათი მინუსია, რომ არ იციან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტის წევრების მხრიდან დაანონსება კი არ სჭირდება, სჭირდება პარლამენტში განცხადების ოფიციალურად შეტანა და ჩვენ ეს ბერკეტი პრაქტიკულად ოპოზიციას გადავეცით და მათ თავისუფლად შეუძლიათ შექმნან კომისია. თუმცა მათ ჩვენს მიერ შექმნილ საგამოძიებო კომსიიაში არ მიიღეს და დღემადე არ იღებენ მონაწილეობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს დაანონსება არანაირად პრაქტიკული ხასიათის არ არის და არის იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად გაამართლონ თავიანთი ხელმოწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაცმოძრაობასთან" . მოუწევთ ბევრი რამის სწავლა „ლელოს“ წარმომადგენლებს რეგლამენტიდან და მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურების", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა