Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 1.17 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 7.7%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 174 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.17 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 7.7%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 20.2 მილიონ ადამიანს უტარდება.

ვაქცინაციის რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 275 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. აშშ-ში ვაქცინის 246.7 მილიონი დოზაა გამოიყენებული, ინდოეთში -158.8 მილიონი, ევროკავშირში კი - 152 მილიონზე მეტი . Bloomberg-ის ისრაელში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 55.9%-ია. მას ჩილე, აშშ და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 1.17 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!