მედია - აშშ აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის კონფლიქტის გამო დაბლოკილი სამხედრო დახმარების განახლებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს აცნობა, რომ 2002 წლიდან მოქმედ გამონაკლისის მოქმედების ვადას ახანგრძლივებს და აშშ-ს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარება გაუწიოს, მანამ, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ ასეთი დახმარება რეგიონში კონფლიქტს უწყობს ხელს, - ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების მიღებაზე შეზღუდვა აზერბაიჯანს გასულ წელს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაუწესდა.

კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომელიც გამოცემა The Hill-მა მოიპოვა, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ძირს არ გამოუთხრის ან შეაფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ძალისხმევას.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის 28 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტა სარგებელს მოუტანს რეგიონში მცხოვრებ ხალხს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა