მიხეილ სარჯველაძე - ალბათ, მალე ნიკა მელია დაეთანხმება პირობებს, რომელიც შეთავაზებულია - გმირის მანტიისგან განძარცვულები ისე გამოიყურებიან, რომ რაღაც მაინც უნდათ შეინარჩუნონ

გმირის მანტიისგან განძარცვულებს რაღაც მაინც უნდათ შეინარჩუნონ - ყველა მითი, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა მელიას პატიმრობის ირგვლივ, დამსხვრეულია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პოზიციებს, რომელსაც ადვოკატები აჟღერებენ, ნაკლებ დამაჯერებელია.

"მე მგონია, რომ მელიას ადვოკატების პოზიციები ცოტა ამღვრეულია და ნაკლებად დამაჯერებელი. გზა მიდის იქითკენ, რომ რეალურად ადრე თუ გვიან მელია გათავისუფლდება. ვფიქრობ, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ნიკა მელიას ჰქონდა არჩეული, სრულიად უსაგნო გახდა. ამიტომ მგონია, რომ ადრე თუ გვიან და ალბათ, მალე ის დაეთანხმება იმ პირობებს, რომელიც არის შეთავაზებული. ეს ხალხი ცდილობდა შეექმნა სიმულაცია პოლიტიკური პატიმრობის, რომელიც ვერ დაასაბუთეს და ახლა ამ გმირის მანტიისგან განძარცვულები ისე გამოიყურებიან, რომ რაღაც მაინც უნდათ შეინარჩუნონ, ყველა მითი რომელიც ხელოვნურად შეიქმნა ამ პატიმრობის ირგვლივ, დამსხვრეულია. შესაბამისად, ფუჭი იქნება მცდელობა, რომ რაიმე დამატებით პროცესების მითოლოგიზება მოხდეს", - განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა