ივერი მელაშვილი თავდასხმაზე - როგორც ჩანს, ვიღაცამ მოსახლეობა გააქეზა - აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი

მამაოები ჩამოვიდნენ ნასვამები იყვნენ, ზოგიერთი მრევლიც ჩამოვიდა. იყო სიტყვიერი დაპირისპირება, - ამის შესახებ ივერი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.

ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები რომლებიც, დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

როგორც მელაშვილმა აღნიშნა, სასულიერო პირები მას ხელით არ შეხებიან.

„მამაოები ჩამოვიდნენ, ნასვამები იყვნენ, ზოგიერთი მრევლიც ჩამოვიდა. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ხელით გაწევ-გამოწევაც იყო. მე არ შემხებიან ხელით. კამერა გაუფუჭეს „მთავარ არხს“, შეეხნენ ოპერატორს, წამყვანს. მამაოებიდან ერთი იყო, რომელსაც მართლა სურდა რაღაცის გაგება და წყნარად ვილაპარაკეთ. დანარჩენები იქცეოდნენ აგრესიულად. არც აინტერესებდათ არაფერი, ძალიან წყნარად ვუხსნიდი, რომ ეს, ესე არ არის, მაგრამ არ აინტერესებდათ არაფერი. ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ.

მერე წამოვედით სოფელ უდაბნოში, როგორც ჩანს ვიღაცამ გააქეზა მოსახლეობა გაგვეჩერებინა მანქანა და თქვეს, რომ კითხვები გვაქვს და საუბარი გვინდაო. საუბარზე უარზე არასოდეს არ ვარ. აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი. ეს ხალხი არის მოტყუებულია, წესიერი ხალხია სავარაუდოდ, ვიღაცის მიერ. ნაკარნახევი აქვთ, რომ ეს არის ქვეყნის დამაქცევარი, ტერიტორიების გადამცემელი, მოღალატე. აზრი არ ჰქონდა ამდენ ხალხთან საუბარს“,- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, სასულიერო პირები "მთავარი არხის" ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და "შაბათის მთავარის" სიუჟეტზე მუშაობდა.

იხილეთ ვიდეო:ივერი მელაშვილი თავდასხმის დეტალებს ჰყვება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა