„როიტერსი“ - გერმანიის მთავრობა დათანხმდა, შეასუსტოს შეზღუდვები იმ პირებისთვის, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს

გერმანიის მთავრობა დათანხმდა შეასუსტოს შეზღუდვები იმ ადამიანებისთვის, ვინც სრულად ჩაიტარა ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელდა კოვიდინფექციისგან, რაც იქნება პირველი ნაბიჯი მოქალაქეთა უფლებების აღსადგენად. ამის შესახებ „როიტერსის“ ინფორმაციით, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

მისი თქმით, აკრძალვები, რომლებიც ინფექციის აღსაკვეთად და ჯანდაცვის სისტემის გადასატვირთად შემოიღეს, უნდა შესუსტდეს, როდესაც მათი არსებობა უკვე გაუმართლებელია.

„თუკი ვირუსის გადადების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება სრულად ვაქცინირებულებში და მათთან, ვინც გამოჯანმრთელდა, ეს უნდა აისახოს ღონისძიებებში. ჩვენ ეს ახლა დავნერგეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

გერმანიაში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 8 %-მა მიიღო, ერთი დოზა კი 28 %-მა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო