გიგა ბოკერია დავით გარეჯში მომხდარ ფაქტზე - მთლიანად პასუხისმგებელია ივანიშვილის რეჟიმი

მთლიანად პასუხისმგებელი არის ივანიშვილის რეჟიმი, დღევანდელი პრემიერი ღარიბაშვილი, ეს სამარცხვინო, უსინდისო ადამიანები, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმი და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი „ქვეყანას სიძულვილის მორევისკენ მიაქანებენ“.

„ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად შეაჩერეს და შემდეგ პირდაპირ მუქარა იყო, ის რაც ვნახე, აბსოლიტურად საკმარისი იყო.

ძალადობა ქვია, როცა იძულებით დააკავებ მანქანას, ემუქრები ადამიანს და სიძულვილს, ტყუილს და ცილისწამებას ქადაგებ.

ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს ადამიანები, გულწრფელად შემცდარები თუ დაქირავებულები, ყველა ვარიანტში ამ საზიზღრობაზე და ამ მოგონილ ტყუილზე, რომლის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანი ჯერ ციხეში ჰყავდათ და ახლა სამიზნე გახადეს ასეთი უბინძურესი ბრალდებების სამშობლოს გაყიდვაზე, სრულიად უსაფუძვლო, მოგონილი პოლიტიკური ამოცანებისათვის და ოპონენტების დემონიზებისათვის, ამაზე მთლიანად პასუხისმგებელი არის ივანიშვილის რეჟიმი, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი.

ეს სამარცხვინო, უსინდისო ადამიანები, ჩვენ ქვეყანას ყოველდღე მიაქანებენ დამატებითი სიძულვილის მორევისკენ. ამიტომაც ძალიან საშიშები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი ვალია ისინი ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინიტრომ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძება დაიწყო.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საქმეში "აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი".

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია დავით გარეჯში მომხდარ ფაქტზე - მთლიანად პასუხისმგებელია ივანიშვილის რეჟიმი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა