ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა რუსეთთან ურთიერთობებზე, უკრაინის საკითხზე და ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობაზე ისაუბრეს

ლონდონში „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის საკითხზე იმსჯელეს.

„მათ განიხილეს რუსეთთან ურთიერთობები უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე რუსეთის მიერ ბოლო პერიოდის სამხედრო მობილიზების ფონზე. საუბარი შეეხო ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობას, ევროკავშირის წევრების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებსა და ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ დაწესებულ სანქციებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათ ირანის ბირთვული შეთანხმების, ავღანეთის და ჩინეთთან ურთიერთობების საკითხებიც განიხილეს და შეშფოთება გამოთქვეს კოლუმბიაში მზარდი არასტაბილურობის გამო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო