ვახტანგ მეგრელიშვილი ამნისტიაზე - ხელისუფლების ვერსია ბევრად უფრო გასაგებია - უბრალოდ არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება სახეში ესროლეთ ადამიანებსო

ხელისუფლების ვერსია ბევრად უფრო გასაგებია ადამიანებისთვის, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის თაობაზე ხელისუფლების კანონპროექტთან დაკავშირებით "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის იდეა მნიშვნელოვანია, ამიტომ მხარს დაუჭერს.

„მე ამნისტიის იდეას ვემხრობი. ოპოზიციასა და ხელისუფლების კანონპროექტებს შორის განსხვავება ფუნდამენტური არ არის. არის ტექნიკური განსხვავებები. ყოველ შემთხვევაში მე ასე დავინახე. ჩხუბი, ერთი ვერსია ჯობია თუ - მეორე, ჩემი აზრით, ისევ ძველი ისტორიის გაგრძელებაა. მნიშვნელოვანი ამნისტიის იდეაა“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, დაუჭერენ თუ არ მხარს, მეგრელიშვილმა უპასუხა: „კი, რა თქმა უნდა“.

მეგრელიშვილის აზრით, ამნისტიის კანონპროექტის ხელისუფლების ვარიანტი „სწორი ვერსიაა“.

„იგივე მიზანს აღწერს, რაც ოპოზიციას უნდა. უბრალოდ, ბევრად უფრო გასაგებია ადამიანებისთვის. ადამიანებისთვის ბევრად უფრო გასაგებია, რას არ ეხება“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების დროს "ვიღაცამ გასცა ბრძანება ადამიანებს სახეში ესროლეთო“.

„არ მჯერა, რომ ეგეთი ბრძანება იყო, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, დამიზნებით ესროლეო. მე უბრალოდ, არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება სახეში ესროლეთ ადამიანებსო. ხომ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ გვაქვს უნარი გამოძიების და სამართლიანობის აღსრულების?ამ ქვეყანაში უბრალოდ, ეგ გამოცდილება არ გვაქვს. არასდროს გვქონია. პირველად უნდა ვცადოთ ყველაზე მწვავე საკითხზე, რომელიც შეეხება ყველზე ძლევამოსილ ადამიანებს ამ ქვეყანაში. ვინ უნდა სცადოს ოპოზიციამ?ეს დაპირისპირების, პოლიტიკური თამაშის გაგრძელებაა, რაც ძალიან არ მომწონს“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა