ჯო ბაიდენი - ვაქცინაცია თქვენი არჩევანია, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

უამრავი დეზინფორმაცია არსებობს, მაგრამ არის ერთი ფაქტი, რომელიც თითოეულმა ამერიკელმა უნდა იცოდეს: ადამიანები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, კოვიდ 19-სგან ყოველ დღე შეიძლება დაიღუპონ. ეს თქვენი არჩევანია, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია, 4 ივლისისთვის 160 მილიონ ზრდასრულ ამერიკელს, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ს, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ჰქონდეს გაკეთებული.

"ახლა, როდესაც ვაქცინების მარაგი გვაქვს, ყურადღება გამახვილებული გვაქვს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი ამერიკელი დავარწმუნოთ, ვაქცინა გაიკეთონ. თუ ამაში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ამერიკელები სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ ცხოვრების ნორმალური რეჟიმისკენ,“ - აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვაქცინაცია ახალგაზრდებისთვისაც საჭიროა.

„ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით 20-30 წლის ასაკის, ფიქრობს, რომ ვაქცინა არ სჭირდება. მინდა, მათ გარკვევით ვუთხრა, თქვენ გჭირდებათ ვაქცინაცია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი ადმინისტრაცია 12–დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციას მაშინვე დაიწყებს, როგორც კი „საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო“ შესაბამის ავტორიზაციას გასცემს და ამ მიზნით, ვაქცინაციის პუნქტები ქვეყნის მასშტაბით 20 000-მდე აფთიაქში მოეწყობა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული 105 მილიონი ზრდასრული ამერიკელია, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 56%-ს შეადგენს, 157 მილიონ ადამიანს კი ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

იხილეთ ვიდეო: ჯო ბაიდენი - ვაქცინაცია თქვენი არჩევანია, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს