ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა ამოიწურა

ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა დღეს ამოიწურა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვადის ამოწურვის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეუძლია მთავრობის ფორმირება ისრაელის პარლამენტის სხვა წევრს დაავალოს. Reuers-ი წერს, რომ დიდი ალბათობით პრეზიდენტი ამ უფლებას ცენტრისტული პარტიის, „ეშ ატიდის“ ლიდერს, იაირ ლაპიდს მიანიჭებს, რომლის პარტია 23 მარტს ჩატარებულ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

იმ შემთხვევაში კი, თუკი პრეზიდენტის მიერ დასახელებული პარლამენტის წევრი მომავალი 28 დღის განმავლობაში კოალიციის ფორმირებას ვერ შეძლებს, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტს დაავალოს, 3 კვირის განმავლობაში ახალ კანდიდატზე შეთანხმდეს. თუკი კანონმდებლები ამას ვერ მოახერხებენ, ისრაელში კიდევ ერთი არჩევნები დაინიშნება.

შეგახსენებთ, ისრაელი პოლიტიკურ ჩიხშია. 2019 წლიდან ქვეყანაში არჩევნები ოთხჯერ ჩატარდა.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?