კოლუმბიის ხელისუფლება საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კრიმინალურ ორგანიზაციებს ადანაშაულებს

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, დიეგო მოლანოს განცხადებით ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების უკან, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები დგანან.

”კოლუმბია კრიმინალური ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ამ ძალადობრივი ქმედებების უკან დგანან, განსაკუთრებული საფრთხეების წინაშეა”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფებს აფინანსებენ და ორგანიზებას უწევენ ეროვნული განმათავისუფლებელი არმიის (ELN) მემარცხენე პარტიზანები და ყოფილი „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ ამბოხებულები.

ცნობისათვის, კოლუმბიაში საპროტესტო აქციები გასულ კვირას მთავრობის მიერ შეთავაზებული საგადასახადო რეფორმის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ რეფორმის გაწვევაზე თანხმობა განაცხადა, საპროტესტო აქციები ორშაბათიდან დედაქალაქ ბოგოტასა და სხვა ქალაქებში განახლდა. აქციების დროს დაღუპულების რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ადამიანის უფლებების ეროვნული ომბუდსმენის განცხადებით, 5-დღიან პროტესტს 18 მოქალაქის და 1 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულია 14 ადამიანი, ადამიანის უფლებების დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 20-ს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა