ჯო ბაიდენის განცხადებით, იმედი აქვს, ვლადიმერ პუტინს ივნისში ევროპაში დაგეგმილი ვიზიტის დროს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მას სურს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტი ივნისში, ევროპაში მისივიზიტის დროს გაიმართოს.

"ეს ჩემი იმედი და მოლოდინია. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე", - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასწრებას გეგმავს, რომელიც 11-13 ივნისს კორნუოლში, ინგლისში გაიმართება, რის შემდეგაც ის ბრიუსელში ჩაფრინდება და ნატო-ს 14 ივნისის სამიტს დაესწრება.

ცნობისათვის, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტმა 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გამართეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბრის დროს ჯო ბაიდენმა რუს კოლეგას მესამე ქვეყანაში რუსეთ-ამერიკის სამიტის გამართვა შესთავაზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა