დონალდ ტრამპმა საკუთარი საკომუნიკაციო პლატფორმა აამოქმედა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა.

ახალი პლატფორმა სახელწოდებით „From the Desk of Donald J. Trump“ შემდეგ ბმულზეა ხელმისაწვდომი: www.DonaldJTrump.com/desk.

სივრცე ტრამპს კომენტარების, ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნების, მის „ფოლოვერებს“ კი ამ შინაარსის Facebook-სა და Twitter-ზე გაზიარების საშუალებას აძლევს, თუმცა პასუხის გაცემისა და კომენტარების დატოვების ფუნქცია არ არის.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები რამდენიმე თვის წინ დაბლოკეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა