მადრიდის რეგიონული მთავრობის არჩევნებში იზაბელ დიაზ აიუსომ გაიმარჯვა

მადრიდის რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება კვლავ კონსერვატორმა ლიდერმა იზაბელ დიაზ აიუსომ მოიპოვა.

მედიის ინფორმაციით, წინასწარი შედეგების თანახმად, იზაბელ დიაზ აიუსოს „სახალხო პარტიამ“ რეგიონულ საკრებულოში 136 ადგილიდან 64-ის მოპოვება შეძლო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ორმაგი რაოდენობაა, თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად 69 მანდატია საჭირო. ამიტომ, იზაბელ დიაზ აიუსოს, შესაძლოა, ულტრამემარჯვენე პარტია Vox-თან ალიანსის შექმნა დასჭირდეს.

აღსანიშნავია, რომ იზაბელ დიაზ აიუსო კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მკაცრად აკრიტიკებდა.

მადრიდის რეგიონულ არჩევნები გუშინ გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 5 მილიონამდე ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა