ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 382 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 780 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს და ოფიციალური სტატისტიკა რეალურ მდგომარეობას არ ასახავდეს ჩატარებული ტესტირების დაბალი მაჩვენებლის და იმის გამო, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებლები, თავიანთ სახლებში იღუპებიან.

მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტს უამრავი პაციენტის სიცოცხლე ეწირება. უტარ პრადეშის შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ უჟანგბადობის გამო პაციენტების სიკვდილი „გენოციდზე არანაკლები დანაშაულებრივი ქმედებაა.“

ამასთან, ინდოეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტი არ არის და პრობლემები მხოლოდ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო