5 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ გასაბერი აუზის შეძენისას (R)

ახლოვდება წელიწადის ცხელი სეზონი და იწყება ფიქრი დასვენებასა და პაპანაქება სიცხესთან გამკლავების გზებზე. გასაბერი აუზი ყველა ბავშვის საყვარელი გასართობია, ცურვა კი არა მხოლოდ გართობის საშუალება, არამედ სასარგებლო აქტივობაცაა. ის დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, ასევე გაკაჟების ძალიან ეფექტური გზაა. წყალი ამშვიდებს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ძილზეც.

ონლაინ მაღაზია Liloshop აუზების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. თუმცა, არის რამდენიმე ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ გასაბერი აუზის შეძენამდე.

ზომა

უპირველესად უნდა განსაზღვროთ აუზის ზომა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკის ბავშვისთვის აპირებთ ამ ნივთის შეძენას. 1 -დან 3 წლამდე პატარებისთვის შედარებით პატარა დიამეტრის მქონე აუზზე შეაჩერეთ არჩევანი. 6-10 წლის ბავშვებისათვის უმჯობესია წყლის ატრაქციონები, გასაბერი აკვაპარკები და გასართობი ცენტრები შეარჩიოთ. თინეიჯერებისთვის კარკასული ტიპის აუზებს გირჩევთ, რომელიც მყარი კონსტრუქციით გამოირჩევა და კომფორტულია მაშინაც კი როცა აუზში რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ნებივრობს.

ფორმა

liloshop სხვადასხვა ფორმის საბავშვო აუზებს წარმოგიდგენთ - მრგვალი, ოთხკუთხედი, ოვალური, ცხოველების ფორმის, ნახევრად გადახურული, კარკასული და.ა.შ. ლეპტოპთან შესარჩევად რომ მოთავსდებით, შეგიძლიათ ბავშვებს მოუხმოთ და ამ საკითხში მათი გემოვნება გაითვალისწინოთ.

დიზაინი

ეს საკითხი მთლიანად თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ სრულიად სადა აუზს, ან წყალქვეშა სამყაროს დიზაინით გაფორმებულს, ფერადს, ან რომელიმე ერთ ტონალობაში გადაწყვეტილს.

მოცულობა

ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ იცოდეთ, თუ რამდენი ლიტრი წყალია საჭირო აუზის ასავსებად. წყალს ხშირი ცვლა, აუზს კი გაწმენდა სჭირდება, შესაბამისად, აუცილებლად უნდა გქონდეთ ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ.

წყლის დამცლელი სარქველი

ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია კარკასული ტიპის დიდი ზომის აუზებისთვის, რადგან მისი სხვაგვარად დაცლა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ როდესაც ასეთი ზომის აუზის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაარკვიეთ ეს დეტალი.

საუკეთესო გზა საბავშვო აუზების შესარჩევად ონლაინ მაღაზია Liloshop გახლავთ, მრავალფეროვან არჩევანთან ერთად აქ ყველაზე ხელსაყრელი ფასებია, 50 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენს კი კურიერი თბილისის მასშტაბით უფასოდ მოგიტანთ.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა