რატი იონათამიშვილი - შეთანხმების დოკუმენტს ჰქვია "სამომავლო გზა საქართველოსთვის" და არა ნიკა მელია-სააკაშვილისთვის, როგორც ეს "ნაცმოძრაობას" უნდა რომ იყოს

შეთანხმების დოკუმენტს ჰქვია "სამომავლო გზა საქართველოსთვის" და არა ნიკა მელია-სააკაშვილისთვის, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა რომ იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რატომ გახდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის თანხმობის ჩადება იმისთვის, რათა ამნისტია მათზე გავრცელდეს, როცა მსგავსი პრაქტიკა მათი ხელისუფლების პირობებში მიღებულ კანონებში არ არსებობს, იონათამიშვილი აცხადებს, რომ ეს არჩევანი არის ერთ-ერთი ძირითადი დემოკრატიული პრინციპი, რომელიც ამ შემთხვევაშიც იქნება დაცული.

"ნებისმიერ პირს აქვს საშუალება ორი გზით გააგრძელოს საქმე: ან დაეთანხმოს ამნისტიას ან სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლოს. ამ შემთხვევაში, მასზე ამნისტია არ იქნება გავრცელებული.

ჩიხშია შესული „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი გამოირჩნენ როგორც ყველაზე არასერიოზული და უპასუხისმგებლო პარტია მოლაპარაკების პროცესში. ამ ადამიანების მთავარი მიზანი არის არა ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ შეთანხმების იმპლემენტაცია, არამედ ის, რომ ეს პროცესი დააზიანონ. "ქართული ოცნების" მიზანია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად იქნას განხორციელებული,ამ დოკუმენტს ჰქვია „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ და არა ნიკა მელია- სააკაშვილისთვის, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა რომ იყოს. ასე რომ, ჩვენ პრინციპებზე და ღირებულებებზე ვართ ორიენტირებული, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მარგინალურ და იმიჯ-შელახულ სახელებსა და გვარებზე,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს