სამხრეთ კორეის სპეციალისტების მტკიცებით, „ფაიზერის“ ვაქცინის ერთი დოზა 89.7%-ით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა კი 86.0%-ით ეფექტურია

„ფაიზერის“ ვაქცინის ერთი დოზა 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს, ვაქცინაციიდან სულ მცირე ორი კვირის შემდეგ, კორონავირუსით დაინფიცირებისგან 89.7%-ით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა კი - 86.0%-ით იცავს, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზშია აღნიშნული, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მიღებულ შედეგებს ეფუძნება.

Reuters-ის ინფორმაციით, მონაცემები სამხრეთ კორეაში 26 თებერვლიდან ორი თვის განმავლობაში 60 წლის და უფროსი ასაკის 3.5 მილიონზე მეტ ადამიანზე დაკვირვების შედეგადაა მიღებული, საიდანაც 521 133-მა მოქალაქემ „ასტრაზენეკას“ ან „ფაიზერის“ ერთი დოზა მიიღო. აღნიშნულ 3.5 მილიონ მოქალაქეს შორის კორონავირუსის 1 237 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ვაქცინირებული მხოლოდ 29 მოქალაქე იყო.

ამასთან, კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს ვაქცინების ორივე დოზის მიღებას ურჩევს, ვინაიდან, მათი განმარტებით, ამ შემთხვევაში ვაქცინების ეფექტურობა კიდევ უფრო იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო