სერგეი ლავროვი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს, ორდღიანი ვიზიტით, სომხეთს ეწვევა და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზახაროვას თქმით, განსახილველ საკითხთა შორის არის ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის თემები, თუმცა პრიორიტეტული საკითხი მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის შეთანხმებების განხორციელების პროცესია.

სერგეი ლავროვი 10-11 მაისს სამუშაო ვიზიტით ბაქოშიც ჩავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა