გია ვოლსკი სალომე სამადაშვილზე - კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს

სამადაშვილი ცდილობს, რომ ყველას წინაშე მართალი იყოს, ესე არ გამოვა - ან საზოგადოების წინაშე ხარ მართალი, ან "ნაცმოძრაობის" წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამნისტიის პროექტში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის თანხმობის ჩადებით, ირაკლი კობახიძე ცდილობს პროცესები ჩიხში შეიყვანოს.

მისი თქმით, სამადაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოშორდა, თუმცა, ახლა მისი ბრალდებები პოლიტიკურ თამაშს ჰგავს.

"კობახიძის მიმართ გამოთქმული ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურ თამაშს ჰგავს იმ ადამიანისგან, რომელიც თვითონ მოღალატედ შერაცხა იმ ჯგუფმა, ვისაც ჩამოცილდა. მე ვფიქრობ, მან საკმაოდ სწორი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ცდილობს გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომ ყველას წინაშე მართალი იყოს, ესე არ გამოვა, ან საზოგადოების წინაშე ხარ მართალი ან "ნაცმოძრაობის" წინაშე. ეს არჩევანია ყველას წინაშე, ვინც შალვა ნათელაშვილის ეზოში იკრიბებოდა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა