ნიკა სიმონიშვილი - სხვადასხვანაირი ამნისტია გვინახავს, მაგრამ ისეთი, რომ ბრალდებულის თანხმობაზე ყოფილიყო დამოკიდებული მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, არ გვახსენდება

თუკი ნიკა მელია უარს განაცხადებს ამნისტიის კანონის გამოყენებაზე, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აქამდე მიღებულ ამნისტიის აქტებში არ ახსენდება ჩანაწერი, როცა ამნისტიის გავრცელება თავად ბრალდებული და მსჯავრდებული პირის თანხმობაზე იყო დამოკიდებული.

“ამნისტიის კანონპროექტის ეს ჩანაწერი ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის თანხმობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ მასზე ამნისტიის კანონი გავრცელდეს, მათ შორის ნიკა მელიასთან მიმართებით ეს დანაწესი იქნება გამოყენებული. თუკი ნიკა მელია უარს განაცხადებს მის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებაზე, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება. ამნისტიის კანონებში ასეთი ჩანაწერები ჩვენ არ გვახსენდება. ყოფილა შემთხვევები, როცა ამნისტია დაზარალებულის თანხმობით შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ასეთი ჩანაწერი იყო ამნისტიის ბოლო კანონშიც, მაგრამ ის, რომ ბრალდებულის თანხმობაზე ყოფილიყო დამოკიდებული მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება - არგათავისუფლება, არ გვახსენდება. ჩვენ სხვადასხვანაირი ამნისტია გვინახავს, მაგრამ ჩანაწერი და პრეცედენტი იმის თაობაზე, რომ პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულის თანხმობით უნდა შეეწყვიტა, არ გვახსენდება! ეს სამართლებრივად აკრძალული არ არის და სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ამნისტიაზე ბრალდებულის თანხმობაც იყოს მოთხოვნილი - ამნისტია პოლიტიკური აქტია და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, თუ ვისზე და რა ფორმით გავრცელდება ამნისტიის აქტი. აქ პარლამენტს ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნიკა სიმონიშვილმა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული “ამნისტიის შესახებ“ პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა